Saturday, September 12, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

მეგონა რომ დღეს გვექნებოდა პრეზენტაცია, მაგრამ იმდენად ზარმაცი ინტერნეტია, რომ ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა პორტფოლიოს მოსაწესრიგებლად.

Tuesday, September 8, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს სიღრმისეულად განვიხილეთ და ჩავასწორეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.

ვისწავლეთ გვერდების ბლოგზე ჩამატება.

ვიმუშავეთ მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკაზე.

Friday, September 4, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია.

-დავხვეწეთ და ჩამოვაყალიბეთ პროექტის ზოგადი ,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

-ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოს შევსებაზე.

-ვისწავლეთ გუგლ დისკის გამოყენება.

-გავაგრძელეთ მუშაობა შაბლონში.

-საკმაოთ ნაყოფიერი დღე იყო.მადლობა ტრენერს ბოლომდის იხარჯება.


Tuesday, September 1, 2015

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

ზოგადი.

-თქვენი აზრით,რატომ არისმნიშვნელოვანი ისტორორიული წარსულის შესწავლა?

თემატური.

-რატომ არის ერეკლე-2 მისაბაძი მეფე?
-ერეკლე-2-ის რომელმა თვისებებმა მოახდინა უფრო დიდი გავლენა მის მეფობაზე?.

შინაარსობლივი

-რომელ საუკუნეში მეფობდა ერეკლე-2?
-საქართველოს რომელი კუთხის მეფე იყო იგი?



Monday, August 31, 2015

მესამე დღის რეფლექსია.

მესამე დღე დავიწყეთ ნასწავლის გადახედვით.გავეცანით კოლეგების იდეებს დავეხმარეთ ერთმანეთს იდეების დახვეწაში.შევიმუშავეთ მიზნები, გადავხედეთ სტანდარტებს. ვიმუშავეთ შაბლონში. გვქონდა შეფერხება ინტერნეტის გამო,რამაც საკმაოთ შეგვიშალა ხელი.

პროექტის სასწავლო მიზნები.

-მოსწავლეებმა გამოიყენონ ელექტრონული და ბეჭდური მასალა ინფორმაციის შესაგროვებლად ერეკლე მეფეზე.
-შეაფასონ ერთ-ერთი სანიმუშო მეფის ერეკლე მეფის მოღვაწეობა.
გამოკვეთონ მისი თვისებები  სხვადასხვა კუთხით.(თავისუფლებისათვის მებრძოლი,მამაცი, კარგი პოლიტიკოსი, რეფორმატორი)
გაიაზრონ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული. მისადმი თავდადება და თავგანწირვა.
-გააკეთონ საცნობარო გვერდი, რომელსაც ერეკლე მეფისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარადგენენ 7 ნოემბერს.

Saturday, August 29, 2015

მეორე დღის რეფლექსია.

დღევანდელ დღეს, ვისწავლეთ ბლოგის შექმნა,ბლოგის ფონის რეგულირება. შევიმუშავეთ პროექტის იდეა და ავტვირთეთ ბლოგზე.

ჩემი პროექტის იდეა.

           ,,ეს ჩვენი მეფე ერეკლე,ერთი პატარა კახია''
 საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე-2 . მან მრავალი გამარჯვება მოიპოვა რიცხმრავალ მტერზე და ლეგენდად იქცა. მისი მოღვაწეობის უკეთ შესასწავლად, რომელიც მოსწავლეებში გააღრმავებს ცოდნას საკუთარი ქვყნის წარსულზე, საკუთარი კუთხის შვილზე, კახეთის ერთ-ერთ საამაყო მეფეზე, რომელიც გამოირჩეოდა თავისუფლებისათვის ბრძოლით, სიმამაცით კარგი პოლიტიკითა და რეფორმატორის ნიჭით.
     მოსწავლეები მოიძიებენ დამატებით ინფორმაციას,  მოთხრობებს, ლექსებს, შექმნიან ნახატებს, რაც მათში აამაღლებს ეროვნული თვითშეგნების დონეს, გაუმძაფრებთ ქვეყნის სიყვარულს.
   რაც ყველაზე ხაზგასასმელია ასეთი მეთოდით უფრო სიღრმისეულად და მყარად შეისწავლიან ბავშვები აღნიშნულ თემას.

ინტელის ტრენინგი იწყება...

ველოდები სიახლეებს, რომელიც სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში დამეხმარება.